ოქსიგენია არის უნიკალური, მწვანე სააგარაკე დასახლება, რომელიც მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, თრიალეთის ქედის პირას, სოფელ ნოსტესთან, თბილისიდან 35 წუთის სავალ გზაზე.
ჩვენი მისიაა ეკო-მეგობრული გარემოს ინტეგრირება თანამედროვე სტანდარტებთან. სწორედ ამიტომ, ოქსიგენიას 34 ჰექტარ ტერიტორიაზე გავახარეთ 25 000-ზე მეტი პაულონია ტომენტოსა. ეს ხე გამოირჩევა სწრაფი ზრდით, ლამაზი ყვავილობით, დიდი მწვანე ფოთლებით და რეკორდული ოდენობის ჟანგბადის გამოყოფის უნარით.
ოქსიგენიას სააგარაკე დასახლება შედგება 200-ზე მეტი ტყის ნაკვეთისგან, საიდანაც თითოეულზე იზრდება ათეულობით ხე. შესაბამისად, ყველა ოქსიგენიელის სახლი და ეზო ტყის სიმწვანესა და ჟანგბადში იქნება ჩაფლული.
ოქსიგენია გთავაზობთ ჟანგბადით მდიდარ, ესთეტიურად სასიამოვნო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, ქალაქის ტიპის ინფრასტრუქტურითა და კომუნიკაციებით, განაშენიანების დეტალური გეგმისა და საერთო სარგებლობის სივრცეების დახმარებით.
ოქსიგენია გათვლილია ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანზე. აქ დაგხვდებათ ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი, ტყეში განთავსებული თანამედროვე დასახლება, სადაც შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ბავშვებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი და ისე დაისვენონ არდადეგებზე, ოჯახები შაბათ-კვირას გავიდნენ ქალაქიდან განსატვირთად, Freelancer-ებმა იმუშაონ დისტანციურად, კომპანიებმა დააორგანიზონ გასვლითი აქტივობა თანამშრომლებისთვის, ტურისტებმა იმოგზაურონ ისტორიულ ადგილებში და მეგობრებმა ხარისხიანად გაატარონ დრო.
ოქსიგენია ქმნის ჯანსაღი ცხოვრების ახალ სტანდარტს საქართველოში.
თრიალეთის ქედი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული ულამაზესი მთიანი მასივია, რომელიც ქვემო და შიდა ქართლის საზღვარზეა განფენილი. ოქსიგენია მდებარეობს თრიალეთის ქედის შიდა ქართლის მხარეს, ისტორიული სოფელი ნოსტეს ტყის ძირში, ზღვის დონიდან 800 მეტრზე.
ოქსიგენია მაღალმთიანი დასახლების საწარმოა და კანონით გათავისუფლებულია ქონებისა და მოგების გადასახადებისგან.
ოქსიგენიას დასახლებიდან იშლება კავკასიონის მთებისა და თრიალეთის ქედის პანორამული ხედები. თრიალეთის ტყიანი ქედი არა მხოლოდ სააგარაკე დასახლებას, არამედ მასთან მიმავალ გზასაც შთამბეჭდავს ხდის წელიწადის ნებისმიერ დროს.
თრიალეთის ქედთან მდებარეობა ოქსიგენიას ლოკაციას ისტორიული დანიშნულებითაც გამოარჩევს. ჩვენ სიახლოვეს აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს, როგორებიცაა: გუდალეთი, ერთაწმინდა, გარიყულა, მეფისქალაქი, ცხავერი, ჩაჩუბეთი, გოსტიბე და სხვა, ულამაზესი სოფლები, სადაც არაერთ ღირსშესანიშნაობას – ჩანჩქერს, ხიდს, კოშკს, ტაძარსა თუ ციხე-სიმაგრეს შეხვდებით.
ოქსიგენიას მიზანია, ისტორიულ შიდა ქართლს ახალი სუნთქვა შესძინოს, ხელახლა გააცნოს ეს შესანიშნავი კუთხე ქართველებს და მიმზიდველი გახადოს იქაურობა ტურისტებისთვის.
იაპონური წარმოშობის ხე – პაულონია (იაპ. kiri 桐) ოქსიგენიას ეკოლოგიური განვითარების ქვაკუთხედია. ეს ხე ცნობილია თავისი განსაკუთრებული გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლით, სიმაღლეში იზრდება 20 მეტრამდე, ფოტოსინთეზის დროს გამოყოფს რეკორდული რაოდენობის ჟანგბადს, აჯანსაღებს ნიადაგს და ეფექტურად აკავებს მტვერსა და ხმაურს.
გარემოსდაცვითი წვლილის გარდა, პაულონია გაზაფხულზე, აყვავების პერიოდში, განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის გარემოს. ხოლო მისი ფართო, მწვანე ფოთლები ზაფხულობით გვთავაზობს უხვ ჩრდილს და ქმნის ადამიანისთვის სასიამოვნო, ჟანგბადით მდიდარ მიკროკლიმატს.
ჩვენი ამოცანაა, რომ სააგარაკე დასახლების მშენებლობის პროცესში შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი ხე, ამისთვის ჩვენი მებაღეები ოქსიგენიელებს დაეხმარებიან მათ ტყის ნაკვეთზე გახარებული ათობით პაულონიას სათანადოდ მოვლაში.
ოქსიგენიაში თბილისიდან მიდის 38 კილომეტრიანი, ახლად მოასფალტებული და კარგად მოვლილი გზა.
ოქსიგენიას გზაზე თქვენ ვერ ნახავთ სატვირთო ტრაილერებს, სამაგიეროდ, შეგხვდებათ ველოსიპედისტები, რადგან ეს მათი საყვარელი ტრასაა.
მგზავრობის პროცესში თქვენ არ შეგაწუხებთ არც მკვეთრი მოსახვევები, არც წნევის ცვალებადობა და არც სხვა რაიმე დისკომფორტი, რომელიც თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების დროს ექმნებათ-ხოლმე ადამიანებს.
35 წუთიანი კომფორტული მგზავრობისას თქვენ გაივლით მცხეთას, არმაზს, ხეკორძს, ნიჩბისს, კავთისხევს და თრიალეთის ქედის პირა მწვანე სავარგულებს, ხორბლისა და ქერის ნათესებს, ტყემლისა და ნუშის პლანტაციებს, რომლებიც ბუნებრივად ლამაზ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ოქსიგენიაში ჩასვლა და თბილისში დაბრუნება – იქნება ეს ავტომობილით, მოტოციკლით თუ ველოსიპედით – ყოველთვის სასიამოვნო თავგადასავალია.
ოქსიგენია მაღალმთიანი დასახლების საწარმოა და კანონით გათავისუფლებულია ქონებისა და მოგების გადასახადებისგან.
თიბისი კაპიტალმა დეტალურად შეაფასა ოქსიგენიას საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს პროექტი.
დასახლებას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს „სოკარ ჯორჯია“.
პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილება მნიშვნელოვანია ოქსიგენიაში ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.