top of page
paulownia-tomentosa-empress-tree-princess-tree-foxglove-tree.jpg

პაულოვნია

პაულოვნიის ხეს აქვს უნიკალური თვისებები, რომელიც რეალურ ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს იძლევა. სწორედ ამ მიზეზის გამო პაულოვნიის ტყეს აქვს შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. იგი იაპონურ-ჩინური წარმოშობის სწრაფმზარდი, ფართოფოთლოვანი დეკორატიული მცენარეა და ცნობილია სხვადასხვა სახელით (საიმპერატორო ფირუზის პრინცესა, კავაკამი). ამ ჯადოსნურ ხეს, თავისი თვისებების წყალობით, შეუძლია ნიადაგის ეროზიის, გარემოს დაბინძურების, გაუდაბნოების შეკავება, მიკროკლიმატის გაუმჯობესება, ნიადაგის გაჯანსაღება, ტყის რესურსების გადარჩენა, სხვა მრავალმხრივი სარგებლიანობის მოტანა.


პაულოვნია მისი ბიოეკოლოგიური თავისებურებების მიხედვით ძალზე სწრაფად იზრდება (12-15 მ სიმაღლე 5 წელიწადში, დარგვიდან 5-6 წელიწადში შეიძლება მისი მოჭრა და სამრეწველო მიზნით გამოყენება), აქვს თვითაღდგენის უნარი, ნიადაგს იცავს ეროზიისგან, გამოირჩევა მერქნის ლამაზი სტრუქტურით, წარმოადგენს ეფექტიან ნედლეულს მეფუტკრეობის და პირუტყვის საკვებად და ნიადაგის გასამდიდრებლად (პროტეინის, აზოტის და ნექტარის შემცველობის გამო).
 

პაულოვნიის ნიადაგდაცვით ეფექტიანობას განსაზღვრავს მძლავრ ფესვთა სისტემა. 7 წლის მცენარის ფესვთა სისტემა მიწის სიღრმეში 3 მ-მდე ჩადის, ხოლო ჰორიზონტალურად 10 მ-ზეა განშტოებული. ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, როგორც ველურ ბუნებაში, ასევე კულტურულ გარემოში.


პაულოვნიის მერქანი ძალზე მაღალხარისხოვანია, რაც განპირობებულია მისი ცეცხლის მიმართ მაღალი მდგრადობით, სწრაფი შრობადობით (რის გამოც ამცირებს შრობის ხარჯებს) არ დეფორმირდება და არ იხლიჩება, მდგრადია მერქნის დაავადებების მიმართ. მცირე მოცულობითი წონა აქვს. მერქნის აღწერილი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მისი ავეჯის წარმოებაში (მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად) გამოყენების საშუალებას იძლევა, ხოლო ქიმიური შემადგენლობა (ცელულოზა, ენტანოზები, ლიგნინი, ბოჭკოს სიგრძე და სიგანე) განაპირობებს მისი მერქნის, როგორც ქაღალდის წარმოების ნედლეულად გამოყენებას.

  • Youtube
  • Facebook

©2021 by Oxygenia.

bottom of page